დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის საქართველოს კლასიფიკატორების შემუშავების, დამტკიცების, ამოქმედებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 311 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 26/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 98, 05/09/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.390.000.12.216.006.038 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.12.216.006.038
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (საქსტანდარტი) თავმჯდომარის
ბრძანება №311
2003 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის საქართველოს კლასიფიკატორების შემუშავების, დამტკიცების, ამოქმედებისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ
„სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის საქართველოს კლასიფიკატორების შემუშავების, დამტკიცების, ამოქმედებისა და გამოყენების წესი“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ჯანიკაშვილი
ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის საქართველოს კლასიფიკატორების შემუშავების, დამტკიცების, ამოქმედებისა და გამოყენების წესი
თავი 1
გამოყენების სფერო
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია “სტანდარტიზაციის შესახებ” და “სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე და ადგენს მოთხოვნებს, რომლებიც ეხება ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების (შემდგომ – კლასიფიკატორები) შემუშავებას, დამტკიცებას, ამოქმედებასა და გამოყენებას.
2. წინამდებარე წესი გამოიყენება სამინისტროების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კლასიფიკატორების შემუშავებაზე, დამტკიცებაზე, ამოქმედებასა და გამოყენებაზე.
თავი 2
განმარტებები
წინამდებარე წესში გამოიყენება შემდეგი ტერმინები და მათი განმარტებები:
1. ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორი – ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც ადგენს საკლასიფიკაციო ობიექტებისათვის ან საკლასიფიკაციო ჯგუფებისათვის დასახელებებისა და კოდების სისტემატიზებულ ნუსხას.
2. ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორის შემუშავება – კლასიფიკატორის ორიგინალის შექმნა.
3. ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორის ორიგინალი – კლასიფიკატორის პირველი ან ერთადერთი ეგზემპლარი ინფორმაციის ქაღალდის ან მანქანურ მატარებელზე.
4. ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორის გადასინჯვა – კლასიფიკატორის ორიგინალში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ინფორმაციის ქაღალდის ან მანქანურ მატარებელზე.
თავი 3
კლასიფიკატორების შემუშავება
1. კლასიფიკატორების შემუშავება წარმოებს სახელმწიფო პროგრამების შესაბამისად.
2. სახელმწიფო პროგრამებში კლასიფიკატორების შემუშავების ჩართვის საფუძველს წარმოადგენს:
ა) საქართველოს კანონები, საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების დადგენილებები და განკარგულებები;
ბ) სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამები;
გ) სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაინტერესებული ორგანიზაციების წინადადებები.
3. კლასიფიკატორების შემუშავება ხორციელდება საერთაშორისო და რეგიონული კლასიფიკატორების საფუძველზე.
4. კლასიფიკატორებს შეიმუშავებს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.
5. კლასიფიკატორი შეიცავს შემდეგ სტრუქტურულ ელემენტებს:
ა) სატიტულო ფურცელი;
ბ) წინასიტყვაობა;
გ) შინაარსი;
დ) შესავალი;
ე) დასახელება;
ვ) გამოყენების სფერო;
ზ) ნორმატიული მითითებები;
თ) განმარტებები;
ი) აღნიშვნები და შემოკლებები;
კ) ძირითადი ნაწილი;
ლ) ანბანური ჩამონათვალი;
მ) დანართები.
6. სატიტულო ფურცლის, დასახელებისა და ძირითადი ნაწილის გარდა სხვა სტრუქტურული ელემენტები, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოყვანილ იქნეს კლასიფიკატორის ობიექტების თავისებურებების გათვალისწინებით.
7. სატიტულო ფურცლის პირველი გვერდი ფორმდება ა დანართის შესაბამისად.
8. სტრუქტურული ელემენტი „ძირითადი ნაწილი“ შედგება კლასიფიკატორის აღწერისაგან და კლასიფიკატორის პოზიციების ჩამონათვალისაგან, კოდების, დასახელებებისა და დამატებითი ნიშნების ჩათვლით.
9. სტრუქტურული ელემენტი “ანბანური ჩამონათვალი” შეიცავს საკლასიფიკაციო ობიექტების დასახელებებს ანბანური წყობით, კოდისა და ელემენტის განლაგების გვერდის მითითებით.
10. კლასიფიკატორებში ცვლილებებისა და დამატებების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) ცვლილებები ქვეყნის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში;
ბ) ცვლილებები და დამატებები საერთაშორისო (რეგიონულ) კლასიფიკატორებში;
გ) მომხმარებელთა წინადადებები;
დ) კლასიფიკატორების სრულყოფის აუცილებლობა.
11. კლასიფიკატორში ცვლილებების შეტანა ფორმდება ბ და გ დანართების შესაბამისად.
12. კლასიფიკატორების აღნიშვნა წარმოებს შემდეგი სახით:
ა) ზოგადად: ინდექსი – სეკ (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი), სარეგისტრაციო ციფრული ნომერი – 000 და ტირეთი გამოყოფილი კლასიფიკატორის მიღების წელი. მაგალითად: სეკ 001 – 2003;
ბ) გადასინჯული კლასიფიკატორების აღნიშვნაში მათი სარეგისტრაციო ნომერი უცვლელი რჩება; იცვლება მხოლოდ კლასიფიკატორის მიღების თარიღი.
გ) მოქმედი საერთაშორისო ან რეგიონული კლასიფიკატორების სრული აუთენტური ტექსტის საფუძველზე შემუშავებული კლასიფიკატორების აღნიშვნა წარმოებს შემდეგი სახით: ინდექსი – სეკ, ფრჩხილებში მოთავსებული საერთაშორისო ან რეგიონული კლასიფიკატორის დასახელების აბრევიატურა, კლასიფიკატორის სარეგისტრაციო ციფრული ნომერი და ტირეთი გამოყოფილი კლასიფიკატორის მიღების წელი. მაგალითად: სეკ (NACE) 001 – 2003.
13. შემუშავებული კლასიფიკატორების, მისი ცვლილებების პროექტი უნდა შეთანხმდეს დაინტერესებულ ორგანიზაციებთან. შეთანხმება დადასტურებულ უნდა იყოს წერილობით ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერით.
თავი 4
კლასიფიკატორის დამტკიცება და ამოქმედება
1. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი წარადგენს საქსტანდარტში კლასიფიკატორის, მისი ცვლილების შეთანხმებულ პროექტებს შესაბამისი ფორმებით თანდართულ წერილთან ერთად.
2. შემუშავებული კლასიფიკატორის, მისი ცვლილების შეთანხმებული პროექტი წარედგინება საქსტანდარტს ინფორმაციის ქაღალდის მატარებელზე ორ ეგზემპლარად, ხოლო კლასიფიკატორების ორიგინალი შეტანილი ცვლილებებით – ინფორმაციის მანქანურ მატარებელზე.
3. კლასიფიკატორები მტკიცდება, მოქმედებაში შედის და უქმდება საქსტანდარტის ბრძანებით.
4. კლასიფიკატორების დამტკიცება წარმოებს მოქმედების ვადის შეუზღუდავად. კლასიფიკატორის დამტკიცების დროს საქსტანდარტი სტატისტიკის სახელმწიფო დეპატრამენტთან შეთანხმებით ადგენს კლასიფიკატორების ძალაში შესვლის თარიღს, რომლის შესაბამისად სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უზრუნველყოფს დამტკიცებული კლასიფიკატორის ქვეყნის ეკონომიკაში დანერგვას და მის მუდმივ გადასინჯვას (არა უგვიანეს 5 წელიწადში ერთხელ).
5. კლასიფიკატორის ოფიციალურ გამოცემას ახორციელებს საქსტანდარტი.
დანართი ა
(სავალდებულო)
კლასიფიკატორის სატიტულო ფურცლის პირველი გვერდის ფორმა
___________________________
კლასიფიკატორის აღნიშვნა
საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი
__________________________________________________________________________________________
კლასიფიკატორის დასახელება
საქსტანდარტი
თბილისი
დანართი ბ
(სავალდებულო)
კლასიფიკატორის ცვლილების პირველი გვერდის ფორმა
ცვლილება № _____________________________ __________________________________
რიგითი ნომერი კლასიფიკატორის აღნიშვნა და
__________________________________________________________________________________________
დასახელება
დამტკიცებულია და შემოღებულია საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის № ბრძანებით
შემოღების თარიღი:
ცვლილების ტექსტი
დანართი გ
(სავალდებულო)
კლასიფიკატორის ცვლილების მეორე და შემდეგი გვერდების ფორმა
ცვლილება № _____________________________ __________________________________
რიგითი ნომერი კლასიფიკატორის აღნიშვნა
ცვლილების ტექსტი
_______________________
გვერდის ნომერი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები