დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2286-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 280060000.05.001.020678 |
|
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.019066) მე-14 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. უფროს საინვესტიციო ოფიცერზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. უფროს საინვესტიციო ოფიცერს ასევე ეზღუდება ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის ან ანაზღაურების მიღება აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირისგან, ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ანტიკორუფციულ ბიუროს ყოველწლიურად წარუდგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 1 დეკემბერი 2022 წ. N2286-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები