დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტ-იმპორტის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 08-1-09 |
| დოკუმენტის მიმღები | ფინანსთა სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 22/04/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 30/04/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000160012.00(0).0.000090 |
საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის
ერთობლივი განმარტება № 08-1-09-№12/1-03/62
1996 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
„სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტ-იმპორტის შესახებ“
„სატრანსპორტო მომსახურების საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებს
ექსპორტ-იმპორტის შესახებ“ საქართველოს საგადასახადო სამსახურებს
საქართველოს საფინანსო სამსახურებს
სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტ-იმპორტის განსაზღვრასა და მასთან დაკავშირებული საგადასახადო ფორმალობების მოწესრიგების მიზნით განვმარტავთ, რომ:
სატრანსპორტო მომსახურება კლასიფიცირდება სამ ძირითად კატეგორიად: „ფრახტი“, „მგზავრთა მომსახურება“ და „სხვა სატრანსპორტო მომსახურება“.
1. სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტად ითვლება მომსახურება, რომელსაც უწევენ საქართველოს რეზიდენტები არარეზიდენტებს სატრანსპორტო საქმიანობის სფეროში. მისი შეფასება ხდება იმ თანხით, რასაც უხდის მომსახურების მიმღები არარეზიდენტი რეზიდენტ ეკონომიკურ ერთეულს მის მიერ გაწეული მომსახურებისათვის.
2. სატრანსპორტო მომსახურების იმპორტად ითვლება მომსახურება, რომელსაც იწევენ არარეზიდენტები საქართველოს რეზიდენტებს სატრანსპორტო საქმიანობის სფეროში. მისი შეფასება ხდება იმ თანხით, რასაც უხდის მომსახურების მიმღები რეზიდენტი არარეზიდენტ ეკონომიკურ ერთეულს მის მიერ გაწეული მომსახურებისათვის.
3. თუ რეზიდენტი ეკონომიკური ერთეული მოქმედებს არარეზიდენტების სახელით და მათი დავალებით ორგანიზაციას უკეთებს საექსპორტო-საიმპორტო ტვირთების გადაზიდვებს (სატრანზიტო ტვირთების ჩათვლით), მაშინ მათი საქმიანობა, მიუხედავად ტვირთების კუთვნილებისა და გადაადგილების გეოგრაფიული არეალისა, კლასიფიცირდება როგორც „სხვა სატრანსპორტო მომსახურების“ ექსპორტი და ფასდება იმ თანხით, რა შემოსავლებსაც იღებს იგი არარეზიდენტებისაგან (ვისი სახელითა და დავალებითაც მოქმედებს) სათანადო სატრანსპორტო მომსახურებისათვის.
4. თუ სატვირთო ან სამგზავრო გადაზიდვების ოპერაციები ხორციელდება რეზიდენტ გადამზიდველსა და არარეზიდენტის სახელით მოქმედ რეზიდენტ ეკონომიკურ ერთეულს შორის, მაშინ ეს ოპერაციები კლასიფიცირდება, როგორც რეზიდენტსა და არარეზიდენტს შორის განხორციელებული ოპერაციები და განიხილება, როგორც სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტ-იმპორტი.
5. გეოგრაფიული თვალსაზრისით სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტ-იმპორტი კლასიფიცირდება ოპერაციებში მონაწილე რეზიდენტებისა და არარეზიდენტების წარმოშობის ქვეყნების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური
მინისტრი ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის
დ. იაკობიძე თავმჯდომარე
ლ. გიგინეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები