ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაბა ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო მწვერვალისთვის "გმირების მწვერვალის" სახელის მინიჭების შესახებ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაბა ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო მწვერვალისთვის "გმირების მწვერვალის" სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.114.016007
73
29/11/2022
ვებგვერდი, 01/12/2022
000000000.00.114.016007
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაბა ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო მწვერვალისთვის "გმირების მწვერვალის" სახელის მინიჭების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 განკარგულება №73

2022 წლის 29 ნოემბერი

ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში  დაბა ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო მწვერვალისთვის „გმირების მწვერვალის“ სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების  თანახმად, ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში  დაბა ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო მწვერვალს (გეოგრაფიული კოორდინატები: ჩრდილოეთ განედის 41051’51’’ და აღმოსავლეთ განედის 42022’12’’, სიმაღლე ზღვის დონიდან 2307,5მ) მიენიჭოს  „გმირების მწვერვალის“ სახელი თანდართული ორთოფოტოს შესაბამისად.

მუხლი 2.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3.

განკარგულების    გასაჩივრება    შეიძლება    1    თვის    ვადაში    ოზურგეთის    რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მისამართზე:  ჭავჭავაძის ქ. №4.

მუხლი 4.

განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ირაკლი კუჭავა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე