დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.017034 |
78
01/12/2022
ვებგვერდი, 01/12/2022
120340000.22.026.017034
„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016369) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №6 დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. აქტიური რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებისათვის თმის და წვერ-ულვაშის ტარების წესი: აქტიური რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებზე არ ვრცელდება ამ დანართის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული თმისა და წვერ-ულვაშის ვარცხნილობის ტარების წესი. ამასთან, აღნიშნულ პირს სამხედრო შეკრების გავლის დროს თმა და წვერ-ულვაში უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული და დავარცხნილი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები