დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 543 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480350000.10.003.023754 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2011, 480350000.10.003.016647) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე; გ) საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; ი) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; კ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; ლ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი; მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი; ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე; ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი; პ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი; ჟ) საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი; რ) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას. კომისიის თავმჯდომარე არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო კომისიის თანათავმჯდომარე − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტი. დეპარტამენტის უფროსი ამავე დროს არის კომისიის მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები