„2021 - 2022 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 21 ივლისის N50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 126/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.018233
126/ნ
13/12/2022
ვებგვერდი, 14/12/2022
430110000.22.022.018233
„2021 - 2022 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 21 ივლისის N50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„2021 - 2022 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 21 ივლისის N50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №126/ნ

2022 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

„2021 - 2022 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 21 ივლისის №50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„2021 - 2022 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 21 ივლისის №50/ნ ბრძანებაში  (www.matsne.gov.ge, 22/07/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430110000.22.022.018050) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „2021-2022 სასწავლო წელს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესის და პირობების“:

1. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესაბამისი დაფინანსების უფლების მქონედ განსაზღვრული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, მოქალაქეობა, სტუდენტის სტატუსი, პროგრამული დაფინანსების გაცემის სამართლებრივი საფუძვლები (შესაბამისი სამართლებრივი აქტის/აქტების რეკვიზიტები), ამ პროგრამისთვის განსაზღვრული ადგილების რაოდენობა, სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვის წელი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება, საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების რეჟიმი (აკრედიტებული/არააკრედიტებული) და სტუდენტის სწავლის საფასური – პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისთვის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ - სისტემა) მონაცემებზე დაყრდნობით, ცალ-ცალკე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით არსებული ინფორმაციის შესაბამისად;“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასაბუთებული მოთხოვნისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ზედამხედველი მინისტრის მოადგილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უფლებამოსილია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაურიცხოს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამული დაფინანსება არაუმეტეს ერთი სემესტრისთვის. ამ შემთხვევაში, პირველი ნოემბრის და პირველი აპრილის სისტემის მონაცემების მიხედვით, სამინისტრო უზრუნველყოფს პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გადარიცხული თანხის კორექტირებას მომავალში შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადასარიცხი სხვა დაფინანსებიდან (სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტები, პროგრამული დაფინანსება).“;

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) არაუგვიანეს პირველ ნოემბრამდე (შემოდგომის სემესტრში)/პირველ აპრილამდე (გაზაფხულის სემესტრში) სისტემაში ასახოს ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული, ასევე, სტუდენტის სტატუსის აღდგენის წესითა და მობილობით/შიდა მობილობით ჩარიცხული პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების შესახებ ინფორმაცია;“.

3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სისტემაში პროგრამული დაფინანსების ფარგლებში შერჩეული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების შემცირების საფუძველი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი