„საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ №6 ცვლილების წერილ-შეთანხმება"

„საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ №6 ცვლილების წერილ-შეთანხმება"
დოკუმენტის ნომერი 12-36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 11/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016704
12-36
15/04/2022
ვებგვერდი, 07/12/2022
480610000.03.030.016704
„საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ №6 ცვლილების წერილ-შეთანხმება"
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ №6 ცვლილების წერილ-შეთანხმება“

 

საფრანგეთის საელჩო საქართველოში

ეკონომიკური სამსახური

11 მარტი, 2022

 

საკითხი: მესტიაში სამთო კურორტების განვითარებასთან დაკავშირებული 2011 წლის 7 ოქტომბრის ფრანგულ-ქართული ფინანსური პროტოკოლის №6 ცვლილება

ძვირფასო ბატონო მინისტრო,

ბატონ ხუციშვილს,

ჩვენ გიდასტურებთ 08/02/2022 (№07-04/10912) წერილის მიღებას, რომელიც უკავშირდება საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის გაფორმებულ ზემოაღნიშნულ ფინანსურ პროტოკოლს.

გვაქვს პატივი დაგიდასტუროთ საფრანგეთის უფლებამოსილ პირთა თანხმობა ზემოაღნიშნული ფინანსური პროტოკოლის მე-7 მუხლის ცვლილებასთან დაკავშირებით („საფრანგეთის ხაზინის სესხის მოქმედების ვადა“), რეგისტრაციის ვადის 2022 წლის 31 დეკემბრამდე და ბოლო ჩამორიცხვის ვადის 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელების თაობაზე, პროექტის დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად. საფრანგეთის ხაზინის მიერ გამოყოფილი თანხები სესხის და გრანტის სახით გამოთხოვილი უნდა იქნეს არაუგვიანეს აღნიშნული საბოლოო ვადისა.

გთხოვთ გამოხატოთ აღნიშნულ წერილ-შეთანხმებაზე მსესხებლის თანხმობა მისი ორი ორიგინალის ხელმოწერით ქვემოთ მითითებულ ადგილას. გთხოვთ ხელმოწერილი წერილ-შეთანხმების ერთი ორიგინალი დაურთოთ თქვენს ჩანაწერებს და მეორე დაგვიბრუნოთ.

შემოთავაზებული ცვლილება ძალაში შევა იმ თარიღიდან, როცა საქართველოს მხარე წერილობით აცნობებს ფრანგულ მხარეს, რომ საქართველომ დაასრულა აღნიშნული წერილ-შეთანხმების ძალაში შესვლისთვის  საჭირო ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურა.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის და ველოდებით მესტიის პროექტის განხორციელების წარმატებით გაგრძელებას.

 

პატივისცემით,

 

ფრანსუა-ჰენრი კლოარეკი

ეკონომიკური მრჩეველი

საფრანგეთის საელჩო

(ხელმოწერილია და აქვს ბეჭედი)

შეთანხმებული საქართველოსთვის და

საქართველოს სახელით (საქართველოს მთავრობა)

 

სახელი: ლაშა ხუციშვილი

თარიღი: 15.04.2022

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბატონი ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გორგასლის ქ. 16, თბილისი