„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 875
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 01/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 070010010.22.027.017365
875
01/12/2022
ვებგვერდი, 01/12/2022
070010010.22.027.017365
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №875

2022 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით (სსმ III, 30/09/2008, №143, მუხ.1423) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღმასრულებელი თანხის შემოსვლის/ამოღების შემდეგ ამზადებს და ხელს აწერს მიმართვის ფორმას თანხების განკარგვის შესახებ, რის შემდეგაც მიმართვა შესასრულებლად წარედგინება ბუღალტერს. მიმართვის ფორმას თან უნდა ერთოდეს სააღსრულებო ფურცლის, აღსასრულებელ მოთხოვნაზე განაცხადის, თანხის მიღების უფლების დამადასტურებელი, გადახდის დამადასტურებელი და საბანკო რეკვიზიტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. ბუღალტერი ამოწმებს წარდგენილი მიმართვის ფორმის სისწორესა და შესაბამისობას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან, რის შემდეგაც ამზადებს შესაბამის თანხებს გადასარიცხად ან უკან უბრუნებს აღმასრულებელს ხარვეზის გამოსასწორებლად. განსაკუთრებულ შემთხვევაში ბუღალტერი უფლებამოსილია აღმასრულებლისაგან წერილობით მოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია. ბუღალტრისათვის მიმართვის ფორმის წარდგენა თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად შესაძლებელია საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.“;

ბ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე აღმასრულებლის მიერ მომზადებული თანხების განკარგვის შესახებ მიმართვის საფუძველზე თანხის განკარგვა დასრულდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე