სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითიიი მოთხოვნების შესახებ

  • Word
სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითიიი მოთხოვნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 950
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 96, 01/09/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.006.032
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
950
26/08/2003
სსმ, 96, 01/09/2003
100.110.000.11.106.006.032
სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითიიი მოთხოვნების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/09/2003 - 21/02/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.006.032

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №950

2003 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნების დადგენის შესახებ

სასჯელაღსრულების სისტემის სპეციფიკურობიდან და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კადრების შერჩევას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება. პრაქტიკაში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სამსახურში მიღებულ იქნენ მაკომპრომეტირებელი საფუძვლებით სამსახურიდან დათხოვნილი პირები, ადგილი ჰქონდა ისეთი პირების სამსახურში მიღების ფაქტებსაც, რომლებსაც დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი.

სასჯელაღსრულების სისტემისათვის კადრების შერჩევის მექანიზმის სრულყოფისა და სწორი საკადრო პოლიტიკის გატარების მიზნით, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროებიდან, პროკურატურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტებიდან სასჯელაღსრულების ორგანოებში სამუშაოდ გადაყვანის დროს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად:

ა)  იმ პირებმა, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნაც ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, სამსახურში მიღებისას უნდა წარმოადგინონ უწყების ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის მიერ გაცემული დახასიათება-რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან;

ბ) იმ პირებმა, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კატეგორიას, სამსახურში მიღებისას უნდა წარმოადგინონ უწყების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის დახასიათება-რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი