„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 07/12/2022
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016187
39
07/12/2022
ვებგვერდი, 08/12/2022
040170050.57.069.016187
„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №39

2022 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

 

„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29.02.2016, 040170050.57.069.016083) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არარეზიდენტი პირის მომართვის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საზღვარგარეთ გაცემული იდენტური დოკუმენტაცია ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ უნდა იქნეს  ლეგალიზაციის განხორციელებისათვის/აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი შესაბამისი ორგანოს მიერ (თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).

5. უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალმა (მუდმივმა დაწესებულებამ) თეთრ სიაში რეგისტრაციის მიზნით დამატებით უნდა წარმოადგინოს ძირითადი საწარმოს სახელზე გაცემული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, იდენტური დოკუმენტაცია (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა), რომელთაგან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საზღვარგარეთ გაცემული იდენტური დოკუმენტაცია  ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ უნდა იქნეს ლეგალიზაციის განხორციელებისათვის/აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი შესაბამისი ორგანოს მიერ (თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე