|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 მაისის №342 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2014, 010220020.10.003.017962) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
1. „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;“. 2. „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი: „ნ1) სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი;“. 4. „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი; ფ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები