დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 541 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260020.10.003.023752 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/06/2014, 120260020.10.003.018026) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობა 1. გიორგი ქამუშაძე − მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის (შემდგომში − კომისია) თავმჯდომარე; 2. მანანა მშვენიერაძე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 3. ნინო გიორგობიანი − შინაგანი მედიცინის სპეციალისტი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 4. იური ერემიანი − ზოგადი ქირურგი − კომისიის წევრი; 5. ოლეგ ხაჩიძე − ოტორინოლარინგოლოგი − კომისიის წევრი; 6. აკაკი ქურდაძე − ორთოპედ-ტრავმატოლოგი − კომისიის წევრი; 7. ქეთევან ზედაშიძე − ფთიზიატრი − კომისიის წევრი; 8. ნანა სეხნიაშვილი − დერმატო-ვენეროლოგი − კომისიის წევრი; 9. ნინო ჭეიშვილი − ფსიქიატრი − კომისიის წევრი; 10. ლია ყანდაშვილი − ნევროპათოლოგი − კომისიის წევრი; 11. ნინო თავბერიძე − რადიოლოგი − კომისიის წევრი; 12. ინგა ჭანტურია − სტომატოლოგი − კომისიის წევრი; 13. ნინო სამყურაშვილი − ექიმი ლაბორანტი − კომისიის წევრი; 14. ინეზა ჩაჩავა − ლაბორანტი − კომისიის წევრი; 15. თინათინ გასიტაშვილი − კომისიის მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები