საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2138-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.020677
2138-IXმს-Xმპ
30/11/2022
ვებგვერდი, 15/12/2022
200000000.05.001.020677
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 70-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას ამ შემოწმების ფარგლებში ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე კომერციული ბანკისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილითა და  ამ კოდექსის 702 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 702 მუხლი:

„მუხლი 702. „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA)  ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები

1. „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან/და საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით (შემდგომ − ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებები) განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი (შემდგომ − ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი) ვალდებულია განახორციელოს სათანადო პროცედურები აღნიშნული შეთანხმებებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად და საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი იურისდიქციის რეზიდენტი პირის ანგარიშგებისადმი დაქვემდებარებული თითოეული ფინანსური ანგარიშის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება იმ კალენდარული წლის დასრულების შემდეგ, რომელსაც იგი უკავშირდება, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 30 ივნისისა.

3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ანგარიშმგებ ფინანსურ ინსტიტუტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რისთვისაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას არანაკლებ 15 კალენდარული დღისა.

4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიღებული ინფორმაცია გადასცეს ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებების წევრი იმ იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს, რომლებთანაც ამოქმედებულია აღნიშნული შეთანხმებები.

5. ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

6. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელოს ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი.

7. პირის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტით“ დადგენილი ვალდებულებისთვის თავის ასარიდებლად დადებული გარიგება ან განხორციელებული ქმედება მას არ ათავისუფლებს ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისგან.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2792 მუხლი:

„მუხლი 2792. ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა

1. ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენის ვადის დარღვევა −

იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველი დაგვიანებული დღისთვის 3 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მთელ დაგვიანებულ პერიოდზე გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.

2. ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით დამატებითი ინფორმაციის წარდგენის შესახებ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა −

იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −

იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველი შემდგომი განმეორებისთვის 20 000 ლარის ოდენობით.

4. ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის არასრულად/არასწორად წარდგენა −

იწვევს პირის დაჯარიმებას წარდგენილ ინფორმაციაში გამოტოვებული ან არასრულად/არასწორად წარდგენილი ანგარიშგებისადმი დაქვემდებარებული თითოეული ანგარიშისთვის 10 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ამ ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის ჯამური თანხა თითოეული საანგარიშო პერიოდისთვის 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

5. პირს ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება, თუ იგი დაამტკიცებს, რომ შესაბამისი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, მათ შორის, თუ გამოვლინდება, რომ პირს არ აქვს ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება.“.

მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2023 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 702 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წესი.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2022 წ.

N2138-IXმს-Xმპ