დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახუროებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის №596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 951 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 96, 01/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.020.000.11.106.006.031 |
სახელმწიფო საარეგისტრაციო კოდი 100.020.000.11.106.006.031
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება N 951
2003 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის №596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის №596 ბრძანების (სსმ III, 2003 წ., №61, მუხ. 538) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ახორციელებს:
ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეების (ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამსახურეების გარდა) თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას და თანამდებობრივ გადაადგილებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წარდგინებით. მათგან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების მოადგილეებისა და აღნიშნული ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურული ერთეულების უფროსების თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას და თანამდებობრივ გადაადგილებას სესჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ახორციელებს კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით;
ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას და თანამდებობრივ გადაადგილებას კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით;
გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სტრუქტურული ერთეულების უფროსების (გარდა სამედიცინო სამსახურების უფროსებისა) თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას და თანამდებობოივ გადაადგილებას სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის წარდგინებით.“;
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები