„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 11 ივნისის №01-50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-95/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.017022
01-95/ნ
16/12/2022
ვებგვერდი, 19/12/2022
040030000.22.035.017022
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 11 ივნისის №01-50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 11 ივნისის №01-50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-95/ნ

2022 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 11 ივნისის №01-50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 11 ივნისის №01-50/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 12/06/2019; 040030000.22.035.016618) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების:

1.  მე- 2 მუხლის   პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქართველოს ტერიტორიაზე  მოსახლეობისათვის, ყოველდღიურ რეჟიმში, ასევე სხვადასხვა სახის კატასტროფის, მათ შორის ეპიდემიისა და პანდემიების, საომარი მდგომარეობის დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისას, (შემდგომში – საგანგებო სიტუაციები), სწრაფი და ხარისხიანი გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა/კოორდინირება, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში;“.

2.   მე-2  მუ ხლის   პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა2“ ქვეპუნქტი:

,,ა2) საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სწრაფი და ხარისხიანი რეფერალური დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა/კოორდინირება, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში;“.

3.  მე-2 მუხლის, მე -2 პუნქტის „ბ  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ რეფერალური დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა/კოორდინირება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში. ადგილზე რეფერალური ბრიგადების მიერ კონსულტაცია, გართულებული შემთხვევების სამედიცინო ტრანსპორტირება და განთავსება შესაბამის კლინიკებში;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი