„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2147-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 240080000.05.001.020682
2147-IXმს-Xმპ
30/11/2022
ვებგვერდი, 15/12/2022
240080000.05.001.020682
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240080000.05.001.019981) დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

„მუხლი 121. „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები

ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტორიზებული/რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებულია განახორციელოს სათანადო პროცედურები „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად და საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია ანგარიშგებისადმი დაქვემდებარებული თითოეული ფინანსური ანგარიშის თაობაზე, თუ ეს საინვესტიციო კომპანია/ერთობლივი საინვესტიციო ფონდი აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2022 წ.

N2147-IXმს-Xმპ