დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ “ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 368 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.157.016472 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის № 226 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 04.06.2018, სარეგ. კოდი 010250050.35.157.016330) დამტკიცებულ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებაში“:
1. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების“ მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამუშაო გეგმა და განახორციელოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; გ) გაანალიზოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტები გენდერული თვალსაზრისით და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები; დ) განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, მუნიციპალური პროგრამების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტები; მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებისათვის გენდერულ ასპექტში და მოახდინოს მათი განხორციელების მონიტორინგი; ე) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მისაღწევად ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის; ვ) გამოითხოვოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი შემთხვევებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე მოქალაქეების მიერ წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს რეკომენდაციები; თ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე სპეციალისტები ან/და ექსპერტები; ი) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან; კ) ითანამშრომლოს გენდერის საკითხებზე მომუშავე ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ლ) დაიცვას საბჭოს მიერ მუშაობის პროცესში მოპოვებული პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაცია; მ) საკრებულოს წარუდგინოს საბჭოს დებულებაში და შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტები; ნ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი; ო) წელიწადში ერთხელ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ. 2. გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების მიზნით საბჭო: ა) ხელმისაწვდომი წყაროებით ახორციელებს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ბ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს და ავრცელებს განცხადებებს ქალთა უფლებების დარღვევასთან და გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული თემებისა და ტენდენციების თაობაზე; გ) კოორდინაციას უწევს გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმდინარე კამპანიებს, მათში საზოგადოების აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.“ 2. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების“ მეოთხე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი 1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ადგენს სხდომის მოწვევის დროს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას. 2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს მდივანი. 3. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი. 4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 5. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს. 6. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 7. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 8. საბჭოს მორიგ სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა 1/3-ის ინიციატივით. 9. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი. 10. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 11. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 12. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე. 13. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შემოტანილ იქნეს წერილობითი ფორმით. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს. 14. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 15. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობონ საბჭოს. 16. საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, ასევე ეგზავნება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორის საბჭოს.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები