საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2229-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016088
2229-IXმს-Xმპ
30/11/2022
ვებგვერდი, 06/12/2022
010190030.06.001.016088
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტის წევრი ვალდებულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.“.

2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1321 მუხლი:

„მუხლი 1321. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის დამტკიცება

1. პარლამენტი დადგენილებით ამტკიცებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დადგენილება პარლამენტს წარედგინება, განიხილება და მიიღება რეგლამენტის 130-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

3. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის დამტკიცებისას პარლამენტი მსჯელობს აგრეთვე ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს და სხვა სათანადო სახელმწიფო უწყებების მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წინადადებებზე.“.

3. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1753 მუხლი:

„მუხლი 1753. ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ზედამხედველობა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიში

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, პარლამენტს  წარუდგენს წლიურ ანგარიშს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების შესახებ.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა. ამ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2−მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს დადგენილებას.“.

4. 186-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 186. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გადაყენება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის ან/და ზედიზედ 4 თვის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისიის წევრის გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი.“.

მუხლი 2. ამ რეგლამენტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1753 მუხლით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიში საქართველოს პარლამენტს 2023 წელს არ წარედგინება.

მუხლი 3. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ვოლსკი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2022 წ.

N2229-IXმს-Xმპ