„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2230-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016089
2230-IXმს-Xმპ
30/11/2022
ვებგვერდი, 06/12/2022
010190030.06.001.016089
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016068) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1861 მუხლი:

„მუხლი 1861. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობის ზედიზედ 3 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობის ან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი შემთხვევის დადგომისას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია აღძრას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა. ამ პროცედურის აღძვრის ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი.

3. პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

4. პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში პარლამენტი კენჭს უყრის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობა.“.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ვოლსკი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2022 წ.

N2230-IXმს-Xმპ