დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს სმარტ ფეიმენთ სისტემსის“ ლიკვიდატორის განცხადება კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს "სმარტ ფეიმენთ სისტემს" |
| მიღების თარიღი | 25/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
შპს „სმარტ ფეიმენთ სისტემსის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ
|
გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის 2022 წლის 09 ნოემბრის №445 განკარგულების საფუძველზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სმარტ ფეიმენთ სისტემს“ (ს/ნ: 405238274) გაუუქმდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საზოგადოება გადასულია ლიკვიდაციის რეჟიმში.
იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას შპს „სმარტ ფეიმენთ სისტემს“-ის ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია: ფიზიკური პირების შემთხვევაში: 1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. შპს „სმარტ ფეიმენთ სისტემსის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.
1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ; 2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. შპს „სმარტ ფეიმენთ სისტემსის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია; ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2 (ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.
ლიკვიდატორი როინ ცაციაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები