დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს "ჯეო მანის" ლიკვიდატორის განცხადება კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს "ჯეო მანი" |
| მიღების თარიღი | 25/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
შპს „ჯეო მანის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას 2022 წლის 08 ნოემბრის №442 განკარგულების საფუძველზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯეო მანს“ (ს/ნ: 405085964) გაუუქმდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საზოგადოება გადასულია ლიკვიდაციის რეჟიმში.
იმისათვის , რომ უზრუნველყოფილ იქნას შპს „ჯეო მანის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება , კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით , საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია :
ფიზიკური პირების შემთხვევაში :
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ;
2.
შპს „ჯეო მანის“
მიმართ
მოთხოვნის
არსებობის
დამადასტურებელი
თქვენს
ხელთ
არსებული
დოკუმენტაცია
.
იურიდიული
პირების
შემთხვევაში
:
1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ ;
2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი ;
3. შპს „ჯეო მანის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია ;
ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2 (ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.
ლიკვიდატორი როინ ცაციაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები