დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2203-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/11/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016087 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოთხოვნისთანავე მისი მოსმენის ფარგლებში აღნიშნული სამსახურის უფროსი კომიტეტს წარუდგენს აგრეთვე: ა) ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების თაობაზე და მოსაზრებებს აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; ბ) მოსაზრებებს სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 30 ნოემბერი 2022 წ. N2203-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები