„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2206-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 270160000.05.001.020709
2206-IXმს-Xმპ
30/11/2022
ვებგვერდი, 15/12/2022
270160000.05.001.020709
„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.10.2020, სარეგისტრაციო კოდი: 270160000.05.001.020211) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არ შეიძლება შრომის ინსპექტორს ჰქონდეს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებული ობიექტის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი. თუ შრომის ინსპექტორს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებული ობიექტის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს. ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2022 წ.

N2206-IXმს-Xმპ