„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2215-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 170000000.05.001.020704
2215-IXმს-Xმპ
30/11/2022
ვებგვერდი, 15/12/2022
170000000.05.001.020704
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ციფრული მმართველობის სააგენტოს ნოტარიუსის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებების შესახებ ელექტრონულ სანოტარო რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერების საფუძველზე აწვდის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული გარიგებების თაობაზე ინფორმაციას (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საჯარო სამსახურის ბიუროსთვის გადასაცემად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2022 წ.

N2215-IXმს-Xმპ