მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016439
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
25/11/2022
ვებგვერდი, 28/11/2022
010250050.35.165.016439
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/11/2022 - 23/12/2022)

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2022 წლის 25 ნოემბერი

ქ. საგარეჯო

 

მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის,   ამავე კანონის  61-ე მუხლის  პირველი და  მეორე ნაწილების  საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
განისაზღვროს ფულადი ჯილდოს ოდენობები, საპრიზო ადგილების მიხედვით, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი



დანართი N1

 

მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესი


მუხლი 1. ფულადი ჯილდოს გაცემის მიზანი

ფულადი ჯილდოს გაცემის მიზანია სპორტის მხარდაჭერა, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა, წარმატებული უფროსი ასაკის და ახალგაზრდა სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.

მუხლი 2. პირები, რომლებზეც გაიცემა ფულადი ჯილდო

1. ერთჯერადი ფულადი ჯილდო გაიცემა:

ა. საქართველოს ტერიტორიაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სახელით და საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სპორტსმენ(-ებ)ზე, რომელიც სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებზე, ტურნირებზე, ჩემპიონატებზე და სხვა ასპარეზობებზე წარადგინა:

ა.ა) სპორტის ფედერაციამ;

ა.ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა სასპორტო დაწესებულებამ;

ა.გ) სხვა უფლებამოსილმა პირმა ან ორგანიზაციამ;

ა.დ) შეჯიბრში მონაწილეობდა პირადი ინიციატივით (სპორტსმენი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში);

ბ.  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მწვრთნელებზე, რომლებიც  სასწავლო-საწვრთნელ საქმიანობას ახორციელებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სპორტულ დაწესებულებებში ან/და რეგისტრირებულნი არიან საგარეჯოს მუნიციპალიტეტში;

გ.  გუნდურ და ეკიპაჟურ სახეობებში საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გამარჯვებულ გუნდზე და მათ მწვრთნელებზე;

დ. საქართველოს ჩემპიონატსა და საერთაშორისო ტურნირზე ვეტერანი სპორტსმენის სტატუსით მოასპარეზე პირებზე;

ე.  პარასპორტსმენებზე/პარაოლიმპიელებზე.

2. ფულადი ჯილდო არ გაიცემა კომერციულ ტურნირში მონაწილე სპორტსმენებზე და მათ მწვრთნელებზე.

მუხლი 3. ფულადი ჯილდოს გაცემის წესი

1. ფულადი ჯილდო გაიცემა წლის განმავლობაში, ამ წესის დანართ N2-ში მოცემული ადგილების დაკავების შემთხვევაში, ამავე დანართში მითითებული ოდენობების შესაბამისად.

2. ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით, დაინტერესებულმა პირ(ებ)მა განცხადებით უნდა მიმართოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს და წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) შესაბამისი ტიტულის მოპოვების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან/და ცნობა ტიტულის მოპოვების შესახებ, შესაბამისი ფედერაციიდან;

ბ) სრულწლოვანი სპორტსმენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი;

გ)სრულწლოვანი სპორტსმენის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, ხოლო არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში – ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში – მშობლის პირადობის მოწმობის ასლი ან კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ე) მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) სპორტსმენის/მწვრთნელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტები;

3. წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და მოხსენებითი ბარათით წარუდგენს მერს წინადადებას სპორტსმენსა და მწვრთნელზე ფულადი ჯილდოს გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ;

4. ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას);

5. ფულადი ჯილდო გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით;

6. საქართველოს ჩემპიონატზე ერთი სპორტსმენის მიერ ერთ შეჯიბრში, სპორტის ერთი სახეობის რამდენიმე მიმართულებაში ერთი ან მეტი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, სპორტსმენს ფულადი ჯილდო გადაეცემა ყველა საპრიზო ადგილის დაკავებისთვის, დადგენილების დანართი N2-ით განსაზღვრული ოდენობების შესაბამისად; ერთი ფულადი ჯილდო სრულად, რომლის მოცულობაც მეტია და დანარჩენი ოდენობების -  30 %;

7. საქართველოს ჩემპიონატზე, ერთ შეჯიბრში, ერთი მწვრთნელის რამდენიმე სპორტსმენის მიერ სპორტის ერთი სახეობის რამდენიმე მიმართულებაში ან ერთი სპორტსმენის მიერ სპორტის ერთი სახეობის რამდენიმე მიმართულებაში ერთზე მეტი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, მწვრთნელს გადაეცემა დადგენილების დანართი N2-ით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს ოდენობების შესაბამისად, ერთი ფულადი ჯილდო სრულად, რომლის მოცულობა მეტია და დანარჩენი ოდენობების 30%.

მუხლი 4. ფულადი ჯილდოს გაცემა გუნდის წევრებსა და მის მწვრთნელზე

1. ამ წესის მიზნებისათვის გუნდი განიმარტება, როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაში მოქმედი სპორტული წრის გუნდი.

2. ჯილდო გაიცემა გუნდზე, რომელიც შესაბამის ლიგაში დაიკავებს პირველ საპრიზო ადგილს.

3. გუნდის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაერთოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცი(-ებ)ის გაცემული ცნობა მწვრთნელისა და სპორტული წრის არსებობის შესახებ;

4. გუნდის ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: მწვრთნელი – 500 ლარი, განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი – 200 ლარი.


           დანართიN2

 

1. მსოფლიო ჩემპიონატი

(უფროსი ასაკი)

I ადგილი – 5 000 ლარი                                               მწვრთნელი – 2 000 ლარი.

II ადგილი – 3 000 ლარი                                              მწვრთნელი– 1500 ლარი.

III ადგილი – 1 500 ლარი                                             მწვრთნელი – 1000 ლარი.

 

2. მსოფლიო ჩემპიონატი

ახალგაზრდები

I ადგილი – 3 000 ლარი                                                     მწვრთნელი – 1 500 ლარი.

II ადგილი – 2 000 ლარი                                                   მწვრთნელი – 1 000 ლარი.

III ადგილი – 1 000 ლარი                                                   მწვრთნელი – 700 ლარი.

 

3. მსოფლიო ჩემპიონატი

ჭაბუკები

I ადგილი – 2 000 ლარი                                                     მწვრთნელი – 1 000 ლარი.

II ადგილი – 1 500 ლარი                                                    მწვრთნელი – 800 ლარი.

III ადგილი – 1000 ლარი                                                   მწვრთნელი – 500 ლარი.

 

4. ევროპის ჩემპიონატი

(უფროსი ასაკი)

 

I - ადგილი - 3 000 ლარი                                                მწვრთნელი – 1 500 ლარი.

II - ადგილი - 2 000 ლარი                                              მწვრთნელი – 1 000 ლარი.

III - ადგილი - 1 000 ლარი                                                მწვრთნელი – 700 ლარი.

5. ევროპის ჩემპიონატი

ახალგაზრდები

 

I ადგილი – 2 000 ლარი                                                    მწვრთნელი – 1 000 ლარი.

II ადგილი – 1 500 ლარი                                                   მწვრთნელი – 700 ლარი.

III ადგილი – 1 000 ლარი                                                  მწვრთნელი  – 500 ლარი.

 

6. ევროპის ჩემპიონატი

 ჭაბუკები

I ადგილი – 1 500 ლარი                                                     მწვრთნელი – 800 ლარი.

II ადგილი – 1 000 ლარი                                                    მწვრთნელი – 600 ლარი.

III ადგილი – 700 ლარი                                                      მწვრთნელი – 400 ლარი.

 

7. საქართველოს ჩემპიონატი

(უფროსი ასაკი)

 

I ადგილი – 2 000 ლარი                                                    მწვრთნელი – 1 000 ლარი.

II ადგილი – 1 500 ლარი                                                   მწვრთნელი – 700 ლარი.

III ადგილი – 1 000 ლარი                                                  მწვრთნელი – 500 ლარი.

 

8. საქართველოს ჩემპიონატი

ახალგაზრდები

 

I ადგილი – 1 000 ლარი                                                მწვრთნელი  – 500 ლარი.

II ადგილი –500 ლარი                                                    მწვრთნელი – 250 ლარი.

III ადგილი – 300 ლარი                                                  მწვრთნელი – 200 ლარი.

 

9. საქართველოს ჩემპიონატი

ჭაბუკები

 

I ადგილი – 700 ლარი                                                   მწვრთნელი – 300 ლარი.

II ადგილი – 500 ლარი                                                  მწვრთნელი  – 250 ლარი.

III ადგილი – 300 ლარი                                                მწვრთნელი– 200 ლარი.

 

10. ოლიმპიური თამაშები

(უფროსი ასაკი)

 

I ადგილი – 10 000 ლარი                                                მწვრთნელი – 5 000 ლარი.

II ადგილი – 7 000 ლარი                                                მწვრთნელი – 3 500 ლარი.

III ადგილი – 5 000 ლარი                                               მწვრთნელი – 2 500 ლარი.

 

11.  ოლიმპიური თამაშები (ფესტივალი)

ჭაბუკები

 

I ადგილი – 3 000 ლარი                                               მწვრთნელი – 1 500 ლარი.

II ადგილი – 2 000 ლარი                                              მწვრთნელი – 1 000 ლარი.

III ადგილი – 1 000 ლარი                                             მწვრთნელი – 700 ლარი.

 

12. ევროპის თამაშები (ოლიმპიური)

(უფროსი ასაკი)

 

I ადგილი – 3 000 ლარი                                              მწვრთნელი  – 1 500 ლარი.

II ადგილი – 2 000 ლარი                                             მწვრთნელი – 1 000 ლარი.

III ადგილი – 1 500 ლარი                                            მწვრთნელი – 700 ლარი.

 

13. ევროპის თამაშები (ოლიმპიური)

ჭაბუკები

 

I ადგილი – 1 500 ლარი                                                     მწვრთნელი – 800 ლარი.

II ადგილი – 1 000 ლარი                                                    მწვრთნელი – 600 ლარი.

III ადგილი – 700 ლარი                                                      მწვრთნელი – 400 ლარი.

 

14. საქართველოს ფალავანი (ქართული ჭიდაობა)

 

I ადგილი – 2 500 ლარი                                               მწვრთნელი – 1 000 ლარი.

II ადგილი – 1 500 ლარი                                               მწვრთნელი – 700 ლარი.

III ადგილი – 1 000 ლარი                                              მწვრთნელი – 400 ლარი.

 

 

15. ვეტერანები

 

 

       ოლიმპიადა                                              მსოფლიო                                              ევროპა                             

I ადგილი – 3 000 ლარი                   I ადგილი – 2 000 ლარი                   I ადგილი – 1 500 ლარი

II ადგილი – 2 000 ლარი                 I ადგილი – 1 500 ლარი                  II ადგილი – 1 000 ლარი

III ადგილი – 1 500 ლარი                II ადგილი – 1 000 ლარი                III ადგილი – 800 ლარი