დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 სექტემბრის N85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 93 |
დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/11/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.139.016483 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 სექტემბრის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250020.35.139.016475, 26/09/2022 წელი) და
1. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 დეკემბრიდან“. 2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის: ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამართალდამრღვევის მიერ დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტი (საჯარიმო ქვითარი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შესაძლებელია გასაჩივრდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან, მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საჩივრის განხილვის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.”. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები