დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17-108 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020030.35.101.017047 |
|
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-50 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 16/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 210020030.35.101.016048) დამტკიცებულ ინსტრუქციაში (შემდგომში - ინსტრუქცია) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ინსტრუქციის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის - 4 (ოთხი) ლარს; ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 11 (თერთმეტი) ლარს; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, ყველა სხვა მშენებლობისათვის - 10 (ათი) ლარს”. 2. ინსტრუქციას დაემატოს მე-12 და მე-13 პუნქტები: „12. ამ ინსტრუქციის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე შეადგენს 7 (შვიდი) ლარს, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე − 9 (ცხრა) ლარს. 13. ამ ინსტრუქციის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე შეადგენს 6 (ექვსი) ლარს, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე − 8 (რვა) ლარს.“ |
| მუხლი 2 |
მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში მშენებლობის ნებართვის გაცემის (III სტადია ან ორსტადიანი ადმინისტრაციული წარმოების II სტადია) მოთხოვნით წარდგენილ იმ განცხადებებზე, რომლებიც წარდგენილ იქნა ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, მოქმედებს ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე არსებული მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთი. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები