დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-109. 109223267
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.156.016001
გ-109. 109223267
22/11/2022
ვებგვერდი, 29/11/2022
000000000.00.156.016001
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის 

განკარგულება №გ-109. 109223267

2022 წლის 22 ნოემბერი

ქ. დმანისი 

დმანისის მუნიციპალიტეტის   სოფლების  სახელწოდების არმქონე  გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი)  არაბული ციფრებით   სახელდების  შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ)“ ქვეპუნქტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 08 ნოემბრის №188182 წერილის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. განხორციელდეს დმანისის მუნიციპალიტეტის  სოფლების  სახელწოდების არმქონე  გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით   სახელდება, თანდართული დანართების შესაბამისად.

2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ბოლნისის რაიონულ სასამართლოში  (ქ. ბოლნისი სულხან საბას ქ. №113). 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                          პაატა ყულიაშვილი