დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის“ სპორტსმენების მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.124.016456 |
20
25/11/2022
ვებგვერდი, 28/11/2022
010250020.35.124.016456
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის“ სპორტსმენების მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის“ სპორტსმენების მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის, ამავე კანონის 61-მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების ოდენობისა და ანაზღაურების წესი დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი
|
| მუხლი 1 |
ამ წესით დამტკიცებული დანართი არეგულირებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების ოდენობისა და ანაზღაურების წესს.
|
| მუხლი 2 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლებისა სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა დაფინანსდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
|
| მუხლი 3 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა ანაზღაურდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. |
| მუხლი 4 |
სასპორტო ღონისძიებებში მონაწილეთა (სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლების) კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობა განისაზღვროს 30 (ოცდაათი) ლარით.
|
| მუხლი 5 |
სასპორტო ღონისძიებებში მონაწილეთა (სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლების) მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდეს შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების დამადასტურებელი ერთი მიმართულების ბილეთის წარმოდგენის საფუძველზე.
|
| მუხლი 6 |
სასპორტო ღონისძიებებში მონაწილეთათვის (სპორტსმენები, მწვრთნელები, წარმომადგენლები) საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხა ანაზღაურდეს სასტუმრო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
|
| მუხლი 7 |
სპორტულ ღონისძიებებში სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხებზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბუღალტერიაში წარადგინოს ხარჯვის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია ღონისძიების დასრულებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები