დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მარტის N69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 257 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 25/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016276 |
|
„საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 24/03/2022, 310050000.54.066.016254) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული/აღიარებული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე. მუხლი 3 ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის გამოცვლა, მოქმედების ვადის გაგრძელება, კატეგორი(ებ)ის/ქვეკატეგორი(ებ)ის დამატება განხორციელდება კონვერტაციის ანგარიშით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ.“. 2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31 ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემულ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობაში საჰაერო ხომალდის ტიპზე ოსტატობა გაიცემა იმ წესის შესაბამისად, რის მიხედვითაც გაიცა აღნიშნული მოწმობა.“. 3. წესის მე-8 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) A, B1.2 და B1.4 ქვეკატეგორიების და B3 კატეგორისთვის: ა.ა) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, თუ განმცხადებელს გავლილი არ აქვს ამ პუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სწავლება; ან ა.ბ) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, თუ განმცხადებელს მიღებული აქვს უმაღლესი საავიაციო ტექნიკური განათლება და გამოავლინა შესაბამისი საგნობრივი მოდულების ცოდნის სათანადო დონე ამ წესის №1 დანართის შესაბამისად; ა.გ) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, თუ განმცხადებელს გავლილი აქვს საბაზო სასწავლო კურსი სააგენტოს ან EASA-ს/EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ სერტიფიცირებულ ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში; ბ) B2 კატეგორიის და B1.1 და B1.3 ქვეკატეგორიებისთვის: ბ.ა) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, თუ განმცხადებელს გავლილი არ აქვს ამ პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სწავლება; ან ბ.ბ) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, თუ განმცხადებელს მიღებული აქვს უმაღლესი საავიაციო ტექნიკური განათლება და გამოავლინა შესაბამისი საგნობრივი მოდულების ცოდნის სათანადო დონე ამ წესის №1 დანართის შესაბამისად; ბ.გ) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, თუ განმცხადებელს გავლილი აქვს საბაზო სასწავლო კურსი სააგენტოს ან EASA-ს/EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ სერტიფიცირებულ ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში; გ) B2L კატეგორიისათვის: გ.ა) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, შესაბამისი სისტემის ოსტატობის აღნიშვნ(ებ)ის მიხედვით, თუ განმცხადებელს გავლილი არ აქვს ამ პუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სწავლება; ან გ.ბ) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, თუ განმცხადებელს მიღებული აქვს უმაღლესი საავიაციო ტექნიკური განათლება და გამოავლინა შესაბამისი საგნობრივი მოდულების ცოდნის სათანადო დონე ამ წესის №1 დანართის შესაბამისად; გ.გ) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, შესაბამისი სისტემის ოსტატობის აღნიშვნ(ებ)ის მიხედვით, თუ განმცხადებელს გავლილი აქვს საბაზო სასწავლო კურსი სააგენტოს ან EASA-ს/EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ სერტიფიცირებულ ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში; გ.დ) დამატებით სხვა ახალი სისტემის ოსტატობის აღნიშვნ(ებ)ის მისაღებად პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 3-თვიანი სამუშაო გამოცდილება თითოეული ახალი აღნიშვნისათვის. 4. წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები