,,საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ” საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივნისის №48 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 18/09/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 21/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.11.115.006.013
51
15/08/2003
სსმ, 89, 18/09/2003
310.120.000.11.115.006.013
,,საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ” საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივნისის №48 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო

ბრძანება 51

2003 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ტრასპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ტრასპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე, „ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვარნა-ფოთი/ბათუმი-ილიჩევსკის ნავსადგურებს შორის სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ“ 1999 წლის 17 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებისა და „საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მეოთხე სხდომის გადაწყვეტილებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აგვისტოს №1048 განკარგულების შესრულების მიზნით, „ტრასეკას“ სატრანსპორტო დერეფანში ტვირთნაკადების შემდგომი ზრდის სტიმულირებისათვის აზია-კავკასიის რეგიონებს და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებს შორის პირდაპირი სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის შემდგომი განვითარების ხელშეწყობისათვის, ვბრძანებ:

1. 22-ე მუხლში დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. ნავსადგურში სახაზო განრიგით შემავალი სარკინიგზო-საბორნე გემებისათვის დადგენილია სალოცმანო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი ყოველ ოპერაციაზე 150 აშშ დოლარის ოდენობით“.

2. 23-ე მუხლში ცხრილის შემდგომ დაემატოს ტექსტი: „ნავსადგურში სახაზო განრიგით შემავალი სარკინიგზო-საბორნე გემებისათვის დადგენილია ფიქსირებული გადასახადი ყოველ ოპერაციაზე 50 აშშ დოლარის ოდენობით“.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი                                                                    მ. ადეიშვილი