„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 535
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2022
ძალაში შესვლის თარიღი 08/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 120260000.10.003.023745
535
22/11/2022
ვებგვერდი, 24/11/2022
120260000.10.003.023745
„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №535

2022 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120260000.10.003.017853) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების XVI თავის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საომარი მდგომარეობის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობის დროს დაჭრილ ან დასახიჩრებულ სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ავადმყოფობის გამო შვებულება 184 თვის ვადით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 8 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი