,,საქართველოს საბანკო სისტემაში ელექტრონული საქმიანობის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 12 ივნისის №135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
,,საქართველოს საბანკო სისტემაში ელექტრონული საქმიანობის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 12 ივნისის №135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 12/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 90, 19/08/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.006.012
  • Word
185
12/08/2003
სსმ, 90, 19/08/2003
220.090.000.10.008.006.012
,,საქართველოს საბანკო სისტემაში ელექტრონული საქმიანობის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 12 ივნისის №135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.006.012

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება 185

2003 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს საბანკო სისტემაში ელექტრონული საქმიანობის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 12 ივნისის 135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

     „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 და 73-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

     „საქართველოს საბანკო სისტემაში ელექტრონული საქმიანობის შესახებსაქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 12 ივნისის 135 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (ს59, 20.06.2003 მუხ.515) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

     „მუხლი 1

დებულების მე-2 მუხლში ტერმინი „სისტემის მომხმარებელი“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „სისტემის მომხმარებელი – საბანკო სფეროს მომსახურებაში მყოფი სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანო, საქვეუწყებყო დაწესებულება და ორგანიზაცია, ნებსმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სისტემის ორგანიზატორთან საგადამხდელო სისტემის გამოყენების შესახებ”

    მუხლი 2

დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ვ) საბანკო სფეროს მომსახურებაში მყოფი სახელმწიფო და ადგილობრივი მმმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები, საქვეუწყებო დაწესებულებები და ორგანიზაციები, ნებiსმიერი ფიზიკური და იურიდიული პირები, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ორგანიზაციული წარმონაქმნები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირი.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ი. მანაგაძე