საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 42/110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/04/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 11/04/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 22/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).004.000195
42/110
11/04/2000
გამოუქვეყნებელი, -, 11/04/2000
000000090.01(2).004.000195
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და

საქართვლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ერთობლივი

ბრძანება  42/110

2000 წელი 11 აპრილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის 1997 წლი 8 აგვისტოს 194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად ინვესტორების მოზიდვის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 58-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებთ:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის 1997 წლი 8 აგვისტოს 194/45 ბრძანებით დამტკიცებულ „სახაზინო ვალდებულებების გამოშვების განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულების სრულყოფის მიზნით მასში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. დებულების მე-2 თავის 2.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბანკებს უფლება აქვთ წარადგინონ მხოლოდ კონკურენტული (შეუზღუდავად) ან მხოლოდ არაკონკურენტული (არაუმეტეს 200 ცალი სახაზინო ვალდებულების ყიდვის) განაცხადები.

სახაზინო ვალდებულებების მყიდველ რეზიდენტ და არარეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ წარადგინონ მხოლოდ ერთი არაკონკურენტული განაცხადი არა უმეტეს 200 ცალი სახაზინო ვალდებულების ყიდვის თაობაზე და შეუზღუდავად კონკურენტული განაცხადები.“.

2. დებულების მე-6 თავს 6.1 პუნქტად დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

„ბანკებს ეკრძალებათ ისეთი გარიგებებისა და მოქმედებების განხორციელება, რომელთა შედეგადაც ისინი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად დომინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სახაზინო ვალდებულებების ბაზარზე, აგრეთვე ყოველგვარი სხვა მანიპულაციები, რომლებიც დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებს მათ ან მესამე პირებს და შექმნის კონკურენციის შეზღუდვისა და საპროცენტო განაკვეთების ფიქსაციის საშიშროებას.“.

3. 6.1 და 6.2 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალონ 6.2 და 6.3 პუნქტებად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი                                                     დავით ონოფრიშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი                               ირაკლი მანაგაძე