„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016775
42
24/11/2022
ვებგვერდი, 25/11/2022
010250050.35.160.016775
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №42

2022 წლის 24 ნოემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის N292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის  „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“  ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის N292  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/11/2021წ., 010250050.35.160.016727) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) პირველი  მუხლის პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე  ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების წახალისების წესსა და პირობებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგამის ფარგლებში.“

ბ) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული – მოსწავლე, რომელიც მიმდინარე სასწავლო წლის პერიოდში იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 - დამრგვალების გარეშე.“

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. მოსარგებლე პირ(ებ)ი და დაფინანსების ოდენობა

1. ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები.

2. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წახალისებას, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტში განცხადების წარდგენის მომენტისათვის მიმდინარე წელს იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.

3. გამონაკლის შემთხვევაში, თუ  ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული სკოლის დამამთავრებელი წლის განმავლობაში ვერ ისარგებლებს აღნიშნული ქვეპროგრამით, ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება მიეცეს მომდევნო ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

4. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი.“

დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (საჭიროების შემთხვევაში);“

ე) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატი ან ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ კურსდამთავრებული არის ოქროს მედალოსნის კანდიდატი.“

ვ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში).“

ზ) შევიდეს ცვლილება მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პროგრამით მოსარგებლე პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სახელზე  გახნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.

თ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი დაფინანსების მსურველთა სიას (მონაცემები) ამოწმებს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრში“.

ი) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განმცხადებლის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტების ქვეპროგრამასთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო დაფინანსებაზე უარის გადაწყვეტილებას განმცხადებელს წერილობითი ფორმით უგზავნის ქვეპროგრამის განმახორციელებელი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია