დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის №129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 122/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018229 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის №129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის №129/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 02.10.2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017036) პირველი მუხლით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ) სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილება;“; ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების ფუნქციებია: ა) სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, მრგვალი მაგიდების დაგეგმვა, მომზადება და ჩატარება (საფინანსო-ადმინისტრაციულ განყოფილებასთან კოორდინირებით); ბ) კონფერენციების და სემინარების მასალების და სამეცნიერო-საინფორმაციო ლიტერატურის შეგროვება და საგამომცემლო სამსახურისთვის გადაცემა; გ) ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ნაწილში განვითარების ტემპებისა და ხარისხის შესწავლა. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების ოპტიმიზაციის მიზნით ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება; დ) ხელნაწერთმცოდნეობის განვითარების პერსპექტიული პროგრამებისა და მიმდინარე (წლიური) გეგმების სამეცნიერო საბჭოსთან ერთად შემუშავება და დასამტკიცებლად მომზადება; ე) ცენტრის სხვადასხვა სახის ბეჭდური პროდუქციის (სამეცნიერო კრებულების, ხელნაწერთა, ისტორიულ საბუთთა და პირადი არქივების აღწერილობებისა და კატალოგების, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პერიოდული გამოცემის, საცნობარო და ბიბლიოგრაფიული ლიტერატურის, ფუნდამენტური სამეცნიერო პუბლიკაციების, საიუბილეო და მიძღვნითი კრებულების და სხვა) გამოცემის კოორდინირება (საფინანსო-ადმინისტრაციულ განყოფილებასთან თანამშრომლობით); ვ) ცენტრის სამეცნიერო და საგანმანათლებლო მუშაობის შეჯამება და წარდგენა სამეცნიერო საბჭოსთვის; ზ) ტრენინგპროგრამების შემუშავება; თ) სასწავლო პროექტების (საერთაშორისო საზაფხულო და სეზონური სკოლების, ვორქშოფების და ა.შ.) კოორდინირება; ი) ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ წინადადების შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობა; კ) ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება ჰუმანიტარული დარგების წარმომადგენელთა გადამზადების პროცესში; ლ) სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. 3. მე-11 მუხლის: ა) მე-3 – 34 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცენტრის დირექტორს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო და არჩევიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს (შემდგომ – მინისტრი) თანამდებობაზე დასანიშნად. 31. ცენტრის დირექტორს მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენიდან 10 დღის ვადაში. 32. მინისტრი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენილი ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე, თუ დირექტორი ამ დებულებით დადგენილი წესის ან/და დირექტორისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დარღვევით იქნა არჩეული. 33. მინისტრის მიერ ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში მინისტრი ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე ცენტრის დირექტორის ფუნქციების შესრულებას აკისრებს ცენტრის დირექტორის მოადგილეს ან ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. 34. ცენტრის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მინისტრის მიერ ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში მას დასანიშნად შვიდი დღის ვადაში წარუდგინოს იგივე კანდიდატი. თუ კანდიდატი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი ან მინისტრი ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავს, ცენტრის სამეცნიერო საბჭო 3 თვის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით აირჩევს ახალ დირექტორს და მას დასანიშნად წარუდგენს მინისტრს, რომელიც 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ცენტრის დირექტორს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, რომელიც ნიშნავს დირექტორის ფუნქციების დროებით შემსრულებელს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები