დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ (კოდი 04 05) განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016772 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ (კოდი 04 05) განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სტუდენტთა სწავლის დაფინანსების” (კოდი 04 05) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №160 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 01/01/2020წ., 010250050.35.160.016596) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების (საშუალო არითმეტიკული) შესაბამისად.“ ბ) მე-3 მუხლის პირველ პუნქტის 11 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11 . ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები მაგისტრანტების (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), დაფინანსებას აკადემიური მოსწრების შესაბამისად, 85 ქულიდან 100 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი სასწავლო წლის განმავლობაში).“ გ) მე-3 მუხლის პირველ პუნქტის 12 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12 . ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები დოქტორანტების (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) დაფინანსებას აკადემიური მოსწრების შესაბამისად, 85 ქულიდან 100 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი სასწავლო წლის განმავლობაში).“ დ) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. სწავლის საფასურის დაფინანსება ხორციელდება სტუდენტის წინა სემესტრის ქულების შეფასებით, თუ წინა სემესტრის შეფასებით არ აქვს დაფინანსება მიღებული და მიმდინარე სემესტრი არ არის დასრულებული.“ ე) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი. ასევე, ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა შესაძლოა მიეცეს ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს, თუ იგი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ სკოლის დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ვ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის საფეხურზე და სტუდენტის სტატუსი უნდა ჰქონდეს აქტიური. გამონაკლისი სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება დაიშვას იმ შემთხვევაში, თუ ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველს, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.“ ზ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტი. გამონაკლისი მაგისტრანტის სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება დაიშვას იმ შემთხვევაში, თუ ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველს, მაგისტრანტის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.“ თ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტი. გამონაკლისი დოქტორანტის სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება დაიშვას იმ შემთხვევაში, თუ ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველს, დოქტორანტის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.“ ი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (საჭიროების შემთხვევაში);“ კ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის (აქტიური) შესახებ (დედანი), გამონაკლისი სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება დაიშვას იმ შემთხვევაში, თუ ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველს, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო;.“ ლ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი – იძულებით გადაადგილებული (დევნილი) სტუდენტისთვის (საჭიროების შემთხვევაში);“ მ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან – სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის (საჭიროების შემთხვევაში);“ ნ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში წინა და მიმდინარე წელს სასწავლო წლის დაფინანსებაზე უარის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები