დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016770 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის’’ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 26/12/2018წ., 010250050.35.160.016523) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული შემდეგი დაწესებულებების თანამშრომე(ებ)ი: ე.ა) რუსთავში რეგისტრირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები; ე.ბ) ა(ა)იპ – „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება“; ე.გ) ა(ა)იპ – რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება „ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკა“; ე.დ) ა(ა)იპ – „რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი“ ; ე.ე) ა(ა)იპ „რუსთავის ისტორიულ მუზეუმი“; ე.ვ) ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“; ე.ზ) ა(ა)იპ „სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი კესანე“; ე.თ) ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრი“; ე.ი) ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“; ე.კ) ა(ა)იპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლი“. ” ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქევეპუნქტით განსაზღვრული პირების გარდა, ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირს უნდა ჰქონდეს აქტიური რეგისტრაცია ქალაქ რუსთავში (რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ისარგებლებს ქვეპროგრამით) ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი“. გ) მე-4 მუხლი მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლე პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, ყოველთვიურად, ქვეპროგრამის განმახორციელებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ და შემდეგ სუბიექტებს: ა) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“; ბ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს; გ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; დ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეკისრებათ სსიპ – ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს და ქალაქ გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანე(ებ)ლს, ა(ა)იპ – ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორს, ა(ა)იპ – რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება „ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკის“ დირექტორს, ა(ა)იპ – „რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრის“ ხელმძღვანელს, ა(ა)იპ „რუსთავის ისტორიულ მუზეუმის“ დირექტორს, ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ „სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი კესანეს“ დირექტორს, ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლის“ დირექტორს.“ დ) მე-4 მუხლი მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა, გარდა ამავე მუხლის მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათით სარგებლობის მიღების მიზნით უნდა წარმოადგინონ განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე და დაურთონ შემდეგი სახის დოკუმენტები: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში).“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები