დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ოქტომბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.118.016352 |
|
„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
‘ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/10/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.118.016350) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყევტილებას იღებს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შეთანხმებით.“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.საკრებულოს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ქანდაკების განთავსების საკითხი (წინადადება და მასზე თანდართული მასალები), საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი და საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი, საკრებულოს კომისიის მიერ დასკვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები