დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 382 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 21/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017631 |
|
„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით (ვებგვერდი, 27/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017229) დამტკიცებული „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის“ (დანართი №1) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებასთან დაკავშირებული შეფერხებების გათვალისწინებით, რაც, საქართველოს საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს დაუძლეველ ძალას, ექსპორტის/ტრანზიტის პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებული საქონლით დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საქონლისა და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგში“ საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარდგენას/გამოცხადებას, 2023 წლის 20 იანვრამდე თავისუფლდება აღნიშნული საქონლის წარდგენისა და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 21 ნოემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები