სს „პეისერა საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

სს „პეისერა საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 465
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 17/11/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2022
სარეგისტრაციო კოდი
465
17/11/2022
ვებგვერდი, 24/11/2022
სს „პეისერა საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №465

2022 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

 

სს „პეისერა საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-31 მუხლის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 34-ე პუნქტის და მე-13 მუხლის და „კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №52/04 ბრძანებისა საფუძველზე:

1. გაიცეს სს „პეისერა საქართველოზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია, ამ განკარგულებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით.

2. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თანხმობის გაცემამდე სს „პეისერა საქართველოს“ შეეზღუდოს ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 4 (ოთხი) თვის მანძილზე რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების მინიჭება სს „პეისერა საქართველოს“ ხდება ეტაპობრივად, შესრულებული სალიცენზიო მოთხოვნებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი                                       ა. მესტვირიშვილი