დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის 2021 წლის 15 აპრილის №59-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 191-ძ/ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110000.33.062.016132 |
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2021 წლის 15 აპრილის №59-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2021 წლის 15 აპრილის №59-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 16/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 040110000.33.062.016125) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს თანდართული (დანართი №1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესი.“. 3. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესში“ ( შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილები: ა) წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესი.“; ბ) წესის პირველი მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს, მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებს, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის“ მე-7 თავის პირველ მუხლს, მოქმედ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.“; ბ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამები და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამა განხორციელდება ამ წესის შესაბამისად. 4. პროგრამებით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია წინამდებარე წესის შესაბამისად შექმნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერის პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით შექმნილი კომისია.“; გ) წესის მე-2 მუხლის: გ.ა)„ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მონაცემთა ბაზა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში არსებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მონაცემთა ბაზა;“. გ.ბ) „ზ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) კომისია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით შექმნილი კომისია;“. გ.გ) „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) უბედური შემთხვევა – გაუთვალისწინებელი მოვლენა, გარემოებათა მოულოდნელი დადგომა, რამაც გამოიწვია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დაზიანება ან გარდაცვალება ან/და საცხოვრებელი ფართის მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებით ან/და დოკუმენტით; კ) მინისტრი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი; ლ) დეპარტამენტი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტი; მ) სამსახური – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების ხელშეწყობის სამსახური;“. დ) წესის მე-8 მუხლის: დ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ოჯახს, რომლის შემადგენლობაში არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.“. დ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით ვერ ისარგებლებს დევნილი პირი/ოჯახი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ პირზე/ოჯახზე და იმ პირზე/ოჯახზე, რომელიც იძულებული გახდა სოციალური ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაესხვისებინა საცხოვრებელი ფართი და დარჩა უსახლკაროდ;“. ე) წესის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში დახმარების მიღების უფლება და გასაცემი თანხის ოდენობა „1. სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში, დახმარება ან/და საჩუქარი გაიცემა აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებზე/პირებზე. 2. საჩუქარი ან/და დახმარება შეიძლება იყოს როგორც ფულადი, ასევე მატერიალური სახის, რომელიც გაიცემა სამინისტროს ასიგნების ფარგლებში ან სამინისტროსათვის საქველმოქმედო ორგანიზაციისგან მიღებული ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში.“. ვ) წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომისია დახმარების ან/და საჩუქრების გაცემის მიზნით განსაზღვრავს ბენეფიციართა კატეგორიას/წრეს ან/და შეიმუშავებს სიას, რომლებზეც უნდა გაიცეს დახმარება ან/და საჩუქარი, ასევე, განსაზღვრავს დახმარების ან/და საჩუქრის სახეობებს/ჩამონათვალს.“. ზ) წესის IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი“. თ) წესის 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს: „მუხლი 37. სამინისტროს პროგრამების განხორციელების მიზნით კომისიის შექმნა და შემადგენლობის განსაზღვრა 1. სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით იქმნება კომისია. 2. კომისიის სახელობით შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით: ა) კომისიის თავმჯდომარე – მინისტრის მოადგილე (დეპარტამენტის კურატორი); ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – მინისტრის მოადგილე; გ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი; დ) კომისიის წევრები: დ.ა) მინისტრის მთავარი მრჩეველი; დ.ბ) რეგიონული მართვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი; დ.გ) დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვის სამმართველოს უფროსი; დ.დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი; დ.ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი; დ.ვ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები; ე) ასევე, სამინისტროში დასაქმებული სხვა პირი, მინისტრის გადაწყვეტილებით.“. ი) წესის 38-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 38. სამინისტროს პროგრამების განხორციელების მიზნით შექმნილი კომისიის შეკრება და მოწვევა“. კ) წესის 39-ე მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 39. სამინისტროს პროგრამების განხორციელების მიზნით შექმნილი კომისიის ფუნქცია 1. კომისიის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს პროგრამების განხორციელების ფარგლებში საჭირო გადაწყვეტილებების მიღება, გარდა აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამისა და ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობის ქვეპროგრამისა, რომლებზეც გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.“. ლ) წესის მე-40 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 40. სამინისტროს სოციალური მხარდაჭერის პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით შექმნილი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება“. მ) წესის 41-ე მუხლის: მ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. სამინისტროს სოციალური მხარდაჭერის და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით შექმნილი კომისიის უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღება“. მ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კომისიის მდივნის უფლებამოსილებას ახორციელებს სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვის სამმართველოს კონკრეტული პროგრამის/ქვეპროგრამის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტი განსახილველი საკითხის შესაბამისად.“. მ.გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. ნ) წესის 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42. დასკვნითი დებულებები სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები