დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2022 − 2025 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ივნისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 530 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.10.003.023740 |
|
„2022 − 2025 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ივნისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2022 − 2025 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ივნისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2021, 120340000.10.003.022813) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2024 − 2027 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“. 2. პირველი მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას 2024 − 2027 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში − საბჭო), შემდეგი შემადგენლობით:“. 3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დამტკიცდეს თანდართული „2024 − 2027 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“.“. 4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დაევალოს საბჭოს 2024 − 2027 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა 2023 წლის 1 ივლისამდე.“. 5. მე-2 მუხლით დამტკიცებული დებულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2024 − 2027 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „2024 − 2027 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“ (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს 2024 − 2027 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში – საბჭო) სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.“; გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭოს ამოცანაა: ა) 2024 − 2027 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შექმნის მიზნით, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა; ბ) 2024 − 2027 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა, ასევე, საჭიროებისამებრ, მათი განახლება; გ) 2024 − 2027 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები