საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი 25/08/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 29/08/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 21/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000310.01(2).004.000397
24
25/08/2000
სსმ, 77, 29/08/2000
000000310.01(2).004.000397
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს

 

ბრძანება №24

2000 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და კერძოდ, ვარნა-ილიჩევსკი-ბათუმი/ ფოთი რეგულარულ სარკინიგზო-საბორნე ხაზზე დამატებითი ტვირთების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით  ვბრძანებ:

„ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კარი II – „დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული სამსახურების სატარიფო განაკვეთები“ - დაემატოს პუნქტი 17 შემდეგი რედაქციით:

„პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლაზე ვაგონის საბორნე ხიდით მომსახურება:

- დატვირთული ვაგონი – ერთეულზე 60 აშშ დოლარი;

- ცარიელი ვაგონი – ერთეულზე 10 აშშ დოლარი;

- ბორანზე ვაგონების შეგორება-გამოგორება და წინასაბორნე პარკში თბომავლით მომსახურება – 0,75 აშშ დოლარი ტონაზე.

2. საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 26 მარტის №20 ბრძანების შესაბამისად აღნიშნული სატარიფო განაკვეთები განისაზღვროს, როგორც ზედა ზღვრული.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე. 

მინისტრი     მერაბ ადეიშვილი