დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსხურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/03/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 02/03/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 00000410..01(2).004.000107 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №30
2000 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსხურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, 29 დეკემბერი 1999 წ., №71(78), მუხ. 1087) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის;“.
2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ ქვეპუნქტი.
3. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება ხელმძღვანელობს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა და მსჯავრდებულთა დაცვის ორგანიზებას, აწესრიგებს კავშირგაბმულობის, დაცვის სიგნალიზაციისა და კინოლოგიური სამსახურის საკითხებს, წარმართავს ორგანიზაციულ საქმიანობას სამსახურის იარაღით, საინჟინრო-ტექნიკური, კავშირგაბმულობისა და სპეციალური საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით.“.
4. მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-5 პუნქტი.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ჯონი ხეცურიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები