„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016497
37
16/11/2022
ვებგვერდი, 18/11/2022
010260020.35.104.016497
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2022 წლის 16 ნოემბერი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №7 დადგენილებაში (www. Matsne.gov.ge 25/02/2022 წ, სარეგ. კოდი 010260020.35.104.016467) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის  171  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 171. მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა

1. პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, რომელთა საცხოვრებელი სახლი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას ინდივიდუალური საცხოვრისით (მათ შორის, მსუბუქი ასაწყობი კონსტრუქციით) უზრუნველყოფას, არაუმეტეს 25 000 ლარის ფარგლებში, ხოლო მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირებისათვის, რომლის საცხოვრებელი სახლი ექვემდებარება რეაბილიტაციას, მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, "ერთი ოთახის" მოწყობას, თითოეულ ოჯახზე 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში.

2. ინდივიდუალური საცხოვრისით(მათ შორის, მსუბუქი ასაწყობი კონსტრუქციით)  უზრუნველყოფის პროექტში ჩართვის მიზნით მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი);

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირი, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა);

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის საკუთრებაზე ან/და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებული საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივ ფლობასთან დაკავშირებით და ცნობა საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის ოჯახის წევრებზე  სხვა უძრავი ქონების არარსებობის შესახებ;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

3. „ერთი ოთახის“ პროექტში ჩართვის მიზნით, მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირი, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა);

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის საკუთრებაზე ან/და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებული საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივ ფლობასთან დაკავშირებით და ცნობა საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის ოჯახის წევრებზე  სხვა უძრავი ქონების არარსებობის შესახებ;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია