დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქარათველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 21 თებერვლის №17 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის ჩატარების წესში” დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 90, 19/08/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.150.010.11.115.006.002 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.006.002
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №46
2003 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 21 თებერვლის №17 ბრძანებით დამტკიცებული „საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკრსის ჩატარების წესში” დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 21 თებერვლის №17 ბრძანებით დამტკიცებული „საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის ჩატარების წესის” (სსმ III, 2003 წ., №15 მუხლი 149) მე-6 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„10. თუ ნებართვის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინა ერთმა ნებართვის მაძიებელმა ან/და კონკურსში მონაწილეობისათვის დაშვებულ იქნა ერთი ნებართვის მაძიებელი კომისია იხილავს აკმაყოფილებს თუ არა წარმოდგენილი დოკუმენტაცია კონკურსის დებულებათა მოთხოვნებს და იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის შესაძლებლობის შესახებ”.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები