საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 111
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017297
111
15/11/2022
ვებგვერდი, 16/11/2022
140030000.22.034.017297
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №111

2022 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში  საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140030000.22.034.016264) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლს „დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

ვ) სპეციალური შემოწმება  სასაზღვრო პოლიციაში მისაღებ/დასანიშნ კანდიდატთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება/მოძიება.“.

2. 41 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 41. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა (გარდა სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თანამდებობების რანგირება“;

ბ) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის (გარდა სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თითოეული თანამდებობა შეესაბამება თითო კარიერულ საფეხურს და ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში:“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნილ პირს, თანამდებობიდან დროებით გადაყენებულ ან კადრების განკარგულებაში აყვანილ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს (გარდა 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ასევე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ამ წესის 621 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის წარმოდგენამდე, ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, სპეციალური ჟეტონი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სპეციალური საშუალებები, სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება და ეკრძალება სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი ფორმის ტანსაცმლის ტარება.“.

4. მე-9 მუხლის:

ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მქონე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიერ დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, თვალსაჩინოდ ტარება, გარდა ცეცხლსასროლი იარაღის სატარებელი ბუდით ტარებისა.“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 პუნქტები:

„101. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია, მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს და ჩააბაროს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, ხოლო სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია განახორციელოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევა-ჩაბარების კონტროლი.

102. ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება ეკრძალება:

ა) შემაკავებელი/დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში, ხოლო მსხვერპლის ან მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრების შემთხვევაში, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

ბ) ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის გამო შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემისას – შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით, ხოლო მსხვერპლის ან მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრების შემთხვევაში, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.“.

5. 91 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის (გარდა სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თანამდებობრივი სარგოს დადგენა ხორციელდება აღნიშნული მოსამსახურის ამა თუ იმ თანამდებობისადმი კუთვნილებისა და მისი ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრისას.

8. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის (გარდა სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება საშტატო განრიგით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ წესის 41 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად განსაზღვრული თანამდებობრივი იერარქიისა და ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით.“.

6. 91 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 მუხლი:

მუხლი 92. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურესთან შეთანხმების დადება

1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ განსაზღვრულ თანამდებობებზე, სასაზღვრო პოლიცია უფლებამოსილია სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურესთან სასწავლო კურსის/მომზადების დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდეგ გააფორმოს შეთანხმება, რომლის ფორმასაც ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.

2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შესაძლებელია მივლენილ იქნეს საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე 1 თვიდან 5 წლამდე ვადით, რა დროსაც მივლენამდე სავალდებულოა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეთანხმების გაფორმება.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმებებით განისაზღვრება სასაზღვრო პოლიციასა და სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის უფლება-მოვალეობები, მათ შორის, სასწავლო კურსის/მომზადების გავლის შემდეგ სამინისტროს სისტემაში განსაზღვრული ვადით სამსახურის გავლის ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულების დარღვევისათვის.

4. საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლენილ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეზე მივლენის პერიოდში არ ვრცელდება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის პირობები.

5. საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლენისას სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს სასაზღვრო პოლიციის მხრიდან შეიძლება აუნაზღაურდეთ მხოლოდ სადეპოზიტო თანხის, მგზავრობის, სასწავლო არდადეგების პერიოდში მგზავრობის ხარჯების და სხვა დამატებითი ხარჯები. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს წარუდგინოს სადეპოზიტო თანხის, მგზავრობისა და სხვა დამატებითი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები ხარჯის გაწევიდან 30 დღის ვადაში.

6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების პირობების დარღვევა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას.“.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. პროფესიული მომზადება

1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა საგანმანათლებლო პროგრამები, კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული მომზადება ხორციელდება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომ – აკადემია), სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში, ასევე სხვა ლიცენზირებულ/აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელთანაც სასაზღვრო პოლიციას შეიძლება გაფორმებული ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება.

2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული ნიშნის მიხედვით მომზადების ან/და გადამზადების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

3. ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისათვის სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სავალდებულო სპეციალურ მომზადებას ახორციელებს აკადემია და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთათვის სპეციალური მომზადების გავლის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტის გაცემით.

4. ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ან/და გამოყენებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მომზადების გავლა არ არის სავალდებულო სასაზღვრო პოლიციის იმ მოსამსახურისთვის, რომელსაც აღნიშნული მომზადება გავლილი აქვს სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ან სხვა საჯარო დაწესებულებაში, რაც დასტურდება ამავე დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტით.

5. სასაზღვრო პოლიციაში მისაღები კანდიდატების სპეციალური აღჭურვილობით უზრუნველყოფის საკითხის მომწესრიგებელი ნორმა განისაზღვრება სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით.“.

8. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება/დაინიშნება საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები.“.

9. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, გარდა სასაზღვრო პოლიციის უფროსის, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობისას.“.

10. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის (შემდგომ – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური) დადებითი სამედიცინო დასკვნისას უფროსი (მხოლოდ პოლკოვნიკი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, მინისტრის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით.“.

11. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სასაზღვრო პოლიციის საკადრო დანაყოფი და სპეციალური საკონკურსო კომისიის წევრები ვალდებულნი არიან კანდიდატის შეფასებისას იხელმძღვანელონ კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის, საქართველოს მოქალაქეთათვის სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გენდერული თანასწორობის, გამჭვირვალობისა და ამ წესით აღიარებული სხვა პრინციპების დაცვით და გამოიყენონ შეფასების ერთგვაროვანი და თანმიმდევრული სტანდარტი ყველა კანდიდატთან მიმართებით.“.

12. 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ტესტირება (სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის შემთხვევაში);“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპი გამოიყენება იმ სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის შემთხვევაში, სადაც გამოცხადებულია კონკურსი.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კანდიდატების მიერ წარდგენილი აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან და დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. სპეციალური საკონკურსო კომისიის სამდივნო გამოგზავნილი აპლიკაციებიდან არჩევს და გონივრულ ვადაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ამტკიცებს იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული კანდიდატები გადადიან კონკურსის მომდევნო ეტაპზე. აპლიკაციების გადარჩევის ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების მიღების დამთავრებიდან არაუგვიანეს 20 დღისა.“;

დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. სპეციალური კონკურსის ტესტირების ეტაპი სრულდება აპლიკაციის გადარჩევის ეტაპის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.“;

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სასაზღვრო პოლიციაში მისაღები პირი ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სამ თვემდე გამოსაცდელი ვადით. ამ ვადაში შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმდინარეობდეს მისი სპეციალური შემოწმება. გამოსაცდელი ვადისა (თუ გამოყენებულია გამოსაცდელი ვადის ეტაპი) და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ერთზე მეტი კანდიდატის შემთხვევაში – კომისია, იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას პირის სასაზღვრო პოლიციაში მიღების (სასაზღვრო პოლიციაში ჩარიცხვა) შესახებ. სათანადო რეაგირებისათვის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და ეცნობება სპეციალურ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს.“.

13. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანაბარ (ტოლფასი) თანამდებობაზე გადაყვანისას (გადაადგილება);“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;“;

ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.დ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა შეფასების წესის შესაბამისად;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანხმობა, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ვ1“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების  შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებითა და სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანხმობით ან მისი თანხმობის გარეშე შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. აღნიშნული წესით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის გადაყვანა შესაძლებელია აგრეთვე ტერიტორიულად სხვა ადგილზე. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანხმობის გარეშე ამ წესით მისი გადაყვანა დასაშვებია 1 წლამდე ვადით. 1წლიანი ვადის სრულად ამოწურვის შემდეგ აღნიშნული ვადა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 1 წლამდე ვადით. ამ წესით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის გადაყვანა დასაშვებია, თუ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, მისი განათლების (კვალიფიკაციის) და მის მიერ შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება შეუძლია.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის ან შესაბამისი სამსახურებრივი საჭიროების აღმოფხვრის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ბრუნდება გადაყვანამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, იგი ინიშნება მის შესაბამის, თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე. თუ აღნიშნული მოსამსახურე უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, იგი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.“.

14. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამუშაოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას ან/და სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, ტერიტორიულ ორგანოში, საქვეუწყებო დაწესებულებაში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში არა უმეტეს 6 თვისა;“.

15. 29-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს შეუძლია:

ა) ამავე დაწესებულებაში დროებით არმყოფი მოსამსახურის შეცვლის მიზნით, შეასრულოს მისი მოვალეობა ამ მოსამსახურის არყოფნის ვადით;

ბ) სასაზღვრო პოლიციაში ვაკანტური თანამდებობის არსებობის გამო შეასრულოს მოსამსახურის მოვალეობა არაუმეტეს 1 წლისა.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება სასაზღვრო პოლიციის იმ მოსამსახურის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა.“.

16. 301 მუხლი ამოღებულ იქნეს.

17. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ამ წესის 621 მუხლის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის წარმოდგენამდე;“.

18. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

19. 34-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;“;

ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ წესის 621 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“;

ა.გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“;

ა.დ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ და „ო2“ ქვეპუნქტები:

„ო1) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის შეფასებისას არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, თუ სასაზღვრო პოლიციის უფროსის დამტკიცებული სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის გათავისუფლებას/მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას;

2) ატესტაციისას უარყოფითი შედეგების გამო;“;

ა.ე) 1 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

20. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 37. დათხოვნა ზღვრული ასაკის გამო

სპეციალური წოდების მქონე პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან სამსახურში დადგენილი ზღვრული ასაკის გამო, ზღვრული ასაკის შესრულების მეორე დღიდან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“.

21. 45-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 451 მუხლი:

მუხლი 451. დათხოვნა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო

1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან/დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან ან შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის საფუძველზე, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას.

2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე აგრეთვე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან/დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან ან შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა, თუ იგი ამ წესის 621 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიზნით არ გამოცხადდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილ სპეციალურ კომისიაში ან ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით, დადგენილ ვადაში არ მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომ – ბიურო), ან უარს აცხადებს ბიუროსთვის მიმართვაზე.“.

22. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 46. გათავისუფლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო

სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის (თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მეორე დღიდან სამსახური ეთვლება შეწყვეტილად.“.

23. 49-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 და 492 მუხლები:

მუხლი 491. გათავისუფლება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა შეფასებიდან გამომდინარე

სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან/დაითხოვება სამსახურიდან ან შეუწყდება შრომითი ურთიერთობა სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა შეფასებისას მიღებული უარყოფითი შედეგის გამო.

მუხლი 492. გათავისუფლება ატესტაციის შედეგების საფუძველზე

სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან/დაითხოვება სამსახურიდან ან შეუწყდება შრომითი ურთიერთობა ამ წესის 52-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ატესტაციის საფუძველზე მიღებული უარყოფითი შეფასების შესაბამისად.“.

24. 501 მუხლი ამოღებულ იქნეს.

25. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 52. კონკურსი და ატესტაცია

1. კონკურსის მიზანია შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე კანდიდატთა შერჩევა სასაზღვრო პოლიციაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

2. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ატესტაციის მიზანია სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის სრულყოფა და სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ მოსამსახურეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებული თანამდებობის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის პერიოდული შეფასება.

4. ატესტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი საკუთარი ინიციატივით ან სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე.

5. ატესტაციას არ ექვემდებარება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე, რომელიც თანამდებობაზე დანიშნულია გამოსაცდელი ვადით.

6. სასაზღვრო პოლიციის ერთი და იმავე მოსამსახურის ატესტაცია დასაშვებია წელიწადში არაუმეტეს ერთხელ, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის:

ა) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას;

ბ) საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ცოდნის დონის შემოწმებას, გასაუბრების ან ტესტირების და გასაუბრების ფორმით.

7. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, საატესტაციო კომისია ადგენს შემდეგს:

ა) ატესტაციას დაქვემდებარებული სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეესაბამება დაკავებული თანამდებობისთვის წაყენებულ მოთხოვნებს;

ბ) ატესტაციას დაქვემდებარებული სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე არ შეესაბამება დაკავებული თანამდებობისთვის წაყენებულ მოთხოვნებს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე აგრძელებს საქმიანობას დაკავებულ თანამდებობაზე.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია სასაზღვრო პოლიციის უფროსს მიმართავს რეკომენდაციით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

10. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა, საატესტაციო თემატიკა, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის შეფასების წესი და პირობები განისაზღვრება სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით.“.

26. 62-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 621 მუხლი:

მუხლი 621. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზა (სტაციონარული)

1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზა (სტაციონარული) შეიძლება ჩატარდეს მინისტრის ან მინისტრის კურატორი მოადგილისთვის სასაზღვრო პოლიციის უფროსის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც პატაკით მიმართავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას.

2. სამინისტროს გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მოთხოვნის საფუძვლიანობას, რის შემდეგაც იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მოთხოვნა საფუძვლიანია და წერილობით მიმართავს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს;

ბ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის წარმოდგენამდე სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით შეუჩერდება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მიმართვის საფუძველზე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილი სპეციალური კომისია ერთი კვირის ვადაში აფასებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების საჭიროების შესახებ;

ბ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების საჭიროების არარსებობის შესახებ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია ერთი კვირის ვადაში ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით მიმართოს ბიუროს, რომლის დასკვნასაც წარუდგენს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს.

6. თუ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიზნით, არ გამოცხადდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილ სპეციალურ კომისიაში ან ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით დადგენილ ვადაში არ მიმართავს ბიუროს ან უარს აცხადებს ბიუროსთვის მიმართვაზე, იგი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

7. თუ ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნით დადგინდა, რომ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას, იგი თავისუფლდება თანამდებობიდან, რაც აგრეთვე ეცნობება მომსახურების სააგენტოს და სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს.

8. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების ხარჯებს ანაზღაურებს სასაზღვრო პოლიცია.“.

მუხლი 2
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ ამ ბრძანების ამოქმედებამდე საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლენის შესახებ გაფორმებული შეთანხმებები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დათხოვნილი იქნება სამსახურიდან საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლენის პირობების ვალდებულებების დარღვევის გამო და დაეკისრება გრძელვადიანი სასწავლო კურსის პერიოდში სასაზღვრო პოლიციის მიერ მასზე გაწეული ხარჯებისა და მასთან გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული თანხების ანაზღაურება.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური