„გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 214
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016039
214
11/11/2022
ვებგვერდი, 16/11/2022
000000000.00.148.016039
„გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №214

2022 წლის 11 ნოემბერი

ქ. გორი

 „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის 16 განკარგულებაში ცლილების შეტანის თაობაზე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის 25 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შემოსულია №123111 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №16 განკარგულებით სახელდებული ქუჩების შესახებ ინფორმაცია სამისამართო რეესტრში აღირიცხა მხოლოდ ნაწილობრივ, გარკვეულიგამონაკლისებითდა საჭიროებსკორექტირებას.

იქედან გამომდინარე რომ, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მიზანშეწონილია საკითხი გატანილ იქნეს საკრებულოს სხდომაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2პუნქტების და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად:

1. „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №16 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული №7 დანართი შეიცვალოს ახალი №7 დანართით (დანართი თან ერთვის ორ ფურცლად).

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

საკრებულოს თავმჯდომარე                         დავით რაზმაძე